Wednesday, April 6, 2011

განათლება ანტიკურ ხანაში

უძველესი დამწერლობის შესწავლა ნიშანთა სიმრავლისა და გამოსახულებათა სირთულის გამო ხანგრძლივ და ბეჯით შრომას მოითხოვდა. ეს პროცესი კი თავისთავად გულისხმობს მასწავლებლებისა და მოსწავლის ანუ სკოლის არსებობას.
შუმერისა და ძველი ეგვიპტის სკოლებში ამზადებდნენ მწერლებს, რომელთაც სამეფო კარზე და ტაძრებში მაღალი თანამდებობები უნდა დაეკავებინათ. მათ სამეურნეო, საკულტო, ფინანსური, ადმინისტრაციული და სხვა ტიპის დაკუმენტების შედგენა უნდა შესძლებოდათ. ამ პროფესიას ეუფლებოდნენ წარჩინებული ოჯახებისა და მდიდარი მოქალაქეების შვილები.არ არსებობს სხვა თანამდებობდა, გრად მწერლისა, რომელიც ადამიანს ბატონად აქცევს .( ნაწყვეტი ეგვიპტური პაპირუსიდან, სადაც გადმოცეცემულია მათი დამოკიდებულება მწერლის პროფესიისადმი)გარდა მწერლის პროფესიისა ეგვიპტელ წარჩინებულთა შვილები ეუფლებოდნენ ღთვისმეტყველებას, მედიცინას, გრამატიკას, ბოტანიკას, ზოოლოგიას, მინერალოგიას, მათემატიკას, ასტრონომიას.სწავლის პროცესში ამ ქყვეყნებში იწყებოდა ადრეული – 5-6 წლის ასაკიდან. თავდაპირველად მსოწავლე სწავლობდა სწორად წერასა და კითხვას, რისთვისაც ასეულობით იეროგლიფის მოხაზულობა უნდა დაეხსომებინა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაუფლებოდა საქმიანი ქაღალდების შედგენას.
მოსწავლეს მასწავლებლისთვის ყურის გდება და მისი უსიტყვო მორჩილება ევალებოდა. მიღებული იყო ურჩი მოსწავლის გაჯოხვა. მოსწავლისადმი მასწავლებლის მკაცრ დამოკიდებულებას ასახავს ნაწყვეტი ეგვიპტური პაპირუსიდან. : ბავშვ ყურები ზურგზე ასხია, ხშირად უნდა ურტყა, რაღა მოსმენა ისწავლოს.

No comments:

Post a Comment