Thursday, March 31, 2011

სწავლა–განათლება

ამ ნაწილში საუბარი მექნება თუ რა ეტაპები განვლო სწავლაგანათლებამ უძველესი დრიოდან დღემდე, როგორ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან წარჩინებულთა და დაბალი ფენების, აგრეთვე გოგონებისა და ბიჭების განათლება სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა საზოგდაოებაში.ყოველი საზოგადოება თავისი ამოცანების, რელიგიისა და განვითარების დონის შესაბამისად ქმნიდა აღზრდაგანათლების სისტემას. უძველეს საზოგადოებებში ცოდნის დანიშნულება იყო ტრადიციული ცხოვრების წესის გაგრძელება, მაგრამ სახელმწიფოთა წარმოქმნამ ყველგან თან მოიტანა ახალი წესრიგი, რომლის სიმტკიცისათვის აუცილებელი გახდა ახალი ცოდნა და ასეთი ცოდნით აღჭურვილი მმართველი ფენა. ამ მიზანს ემსახურებოდა ისეთი მძლავრი საკომუნიკაციო საშუალება, როგორიცაა დამწერლობა.

No comments:

Post a Comment