Sunday, March 27, 2011

დღეს უმეტეს წილად ბავშვები განათლებას კომპიუტერით იღებენ და მათთვის მთავარი ცოდნის წყარო, ანუ წიგნი ნელ-ნელა მეტად უმნიშნველო ხდება. მიუხედავად ამისა, ცოტანი, მაგრამ მაინც არიან ისეთნი, რომელთაც კარგად აქვთ გაანალიზებული, რომ განათლება მხოლოდ კომპიუტერიდან არ მოდის და სტრიქონებს შორის უხილავი აზრების ამოკითხივს საშუალება მხოლოდ და მხოლოდ წიგნებიდანაა შესაძლებელი. წინა ეპოქასთან შედარებით განათლების დონე დღეს მეტად დაეცა, ვინაიდან განვითარდა უამრავი ტექნიკა, აქედან კი ყველაზე მნიშვნელოვანი - კომპიუტერი. ზოგადად განათლება არა მხოლოდ წაკითხული წიგნების რაოდენობით არამედ მათგან ამოღებული აზრის, საკუთარ თავზე განცდისა და დაფიქრებით განისაზღვრება. ამ დროს ხდება ადამიანის ამაღლება სულიერად რასაც თავის თავად მოჰყვება თვალსაწიერის გაფართოვება, ანუ განათლების დონის ამაღლება. 
განათლება - ეს იმდენად მრავლის მომცველი სიტყვაა, რომ თითქოს მის გარეშე ცხოვრება მეტად უინტერესო და დამღლელია. მოდით შევადაროთ ერთმანეთს ორი ადამიანი: ერთი - მეტად განათლებული, რომელსაც შეუძლია მსჯელობა და აზრის გამოტანა ნებისმიერი საკითხიდან, ხოლო მე-2, რომელიც მუდამ აქეთ-იქით იფურთხება, ხეტიალის მეტი არაფერი აინტერესებს და არც არასდროს გაუგია წიგნების შესახებ რაიმე. მათემატიკურად ჩვენ შეიძლება დავასკვნათ, რომ საუბარი გვაქვს ორ ადამიანზე, ხოლო მხოლოდ განათლებული ადამიანი მიხვდება იმას, რომ ჩვენ აქ მხოლოდ ერთი ადამიანი განვიხილეთ, ვინაიდან მეორეს არც კი შეიძლება ადამიანი ეწოდოს...

No comments:

Post a Comment