
ქრისტიანულ შუა საუკუნეებში სკოლები არსებობდა სამეფო კარზე, წარჩინებულთა სასახლეებში, მონასტრებთან და ეკლესიებთან. ამ სკოლებში სწავლობდნენ ლათინურ წერა–კიტხვას, ანგარიშს, საეკლესიო გალობასა და ტრივიუმის საგნებ; განსაკუთრენული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები – ღვღისმეტყველებასაც. მოსწავლეები წერდნენ თხზულებებს ლექსებად და პროზაულად. ყოველ მონასტერში, გარდა სკოლებისა, იყო გადამწერთა სახელოსნოები, ე.ქ. სკრიპტორიუმები. აქ ხდებოდა ზელნაწერთა გადაწერა და გამრავლება.ასეთივე სკოლები იყო გამართული საქართველოს სამეფო კარზე, არისტოკრატულ ოჯახებსა და ეკლესია–მონასტრებში. უცხოური ენებიდან შუა საუკუნეების საქართველოში ასწავლიდნენ ბერძნულსა და არაბულს, მოგვიანებით – სპარსულსა და თურქულს.
No comments:
Post a Comment