Wednesday, April 6, 2011

სწავლა და აღზრდა ათენში

სავარაუდოდ, ყველა თქვენთაგანი, ისტორიის შესწავლის დროს, სკოლაში გაეცნო ბავშვთა აღზრდის წესებს ძველ სპარტაში და იმ გარემოებეს, რომლებმაც წარმოშვა აღზრდის ასეთი მკაცრი სისტემა. ახლა კი გაეცნობი იმას, თუ როგორ ზრდიდნენ ბავშვებს ათენში.ძვ.. მეხუთე საუკუნისათვის ატენში დემოკრატიული წყობილება საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ათენის თავისუფალ მოქალაქეებს სჯეროდათ, რომ ისინი ნამდვილად მონაწილეობდნენ საკუთარი პოლისის მართვაში და მისი სიძლიერე და კეთილდღეობა მთლიანად მათზე იყო დამოკიდებული. ამიტომ ათენელები თავს მოვალედ მიიჩნევდნენ, საკუთარი შესაძლებლობბი პოლისის აყვავებაგანვითრებისთვის გამოეყენებინათ. ასეთი ამოცანის შესრულება კი ფიზიკურად და სულიერად სრულყოფილ ადამიანებს შეეძლოთ.ათენში სამი სახის სკოლა იყო: გრამატიკისა, კითარისა და პალესტრის.გრამატიკის სკოლებში ბავშვები სწავლობდნენ წერას, კითხვასა და ანგარიშს. მეხუთე საუკუნეში თავისუფალ ათენელთა შორის არავინ არ ყოფილა წერაკითხვლის უცოდინარი.ათენის ყველა ღირსეული მოქალაქე უკრავდა კითარას. მისი აკომპანემნტის თანხლებით ისინი ღმერთისადმი მიძღვნილ ჰიმენს მღეროდნენ. მუსიკალური ცოდა რელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობისათვის იყო აუცილებელი. ამიტომ ატარებდნენ მშობლები შვილებს კითარის სკოლებში , სადაც ბავშვები ეუფლებოდნენ კითარის დაკვრის ხელოვნებას, რიტუალურ სიმღერებსა და ცეკვებს.ათენის სახელმწიფო ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე. ათენელი მამაკაცები უნდა ყოფილიყვნენ ჯანსაღნი, ძლიერნი, საბრძოლო ხელოვნებაში გაწაფულნი. ამიტომ ვაჟებს ადრევე აჩვევდნენ ბადროს ტყორცნას, შუბის ხმარებას, ცურვას, ცხენოსნობას. ასეთ წვრთნას ათენელი ბავშვები გადიოდნენ სპეციალურ სპორტულ დარბაზებშიპალესტრებში.სპორტული აღზრდისათვის ათენში აგრეთვე გიმნასიონებს, სადაც 12 წლის ასაკიდან წვრთიდნენ მოზარდებს. ასეთ შენობებში ცალცალკე იყო გამოყოფილი დარბაზები სპორტული შეჯირებებისათვის, აბანოები ცხელი და ცივი წყლით და .. დასასვენებელი ოთახები, სადაც სუმენდენ ფილოსოფოსებსა და მჭერმეტყველებს. გიმნასიონებში ფილოსოფიური სკოლები ყალიბდებოდა. მაგ., ძვ.. მეოთხე საუკუნეში დიდმაბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა გიმნასიონში დაარსა აკადემია, სადაც თავის მოწაფეებთან ერთად ფილოსოფიურ საუბრებს მართავდა. დასასვენებლი ოთახები ბერძენოსტატთა საუკუეთესო ნამუშევრებითმოზაიკური იატაკებითა და მარმარილოს ქანდაკებებით იყო დამშვენებული. აქ მყოფი მოზარდი ფილოსოფოსთა სიბრძნესთან ერთად ნატიფ ხელოვნებასაც ეზიარებოდა.საბერძნეთის დანარჩენი პოლისები ათენში მიღებულ სწავლააღზრდის სისტემას მისდევდნენ.

No comments:

Post a Comment