Wednesday, April 6, 2011

სწავლა–აღზრდა შუა საუკუნეებში

ქრისტიანულ ქვეყნებში სწავლააღზრდა ადრეული შუა საუკუნეებიდან ეკლესიის ხელში მოექცა(ისლამის მიმდევარ ქვეყნებშიისლამური სამღვდელოების ხელში). თუ ანტიკურ საბერძნეთში სწავლის მიზანი იყო სრულყოფილი ადამიანის აღზრდა, შუა საუკუნეებში ეს მიზანი მიუღებელი აღმოჩნდა. ქრისტიანული მსოფლმხედველობის თანახმად, ადამიანი არის არასრულყოფილი არსება, რომელსაც სულიერი სრულყოფისაკენ სვლა შეუძლია ღმერთის შეცნობის გზით. აქედან გამომდინარე, მას მუდმივად უნდა ეკითხა წმინდა წერილი, ეფიქრა მასზე, როგორვ ღვთის სიტყვაზე, მასში მოეძია პასხუები ყველა კითხვაზე. ამისათვის კი ადამიანს მთელი ცხოვრება ესაჭიროებოდა. ამიტომაც მორწმუნე ქრისტიანის ცხოვრებაეს იყო ცხოვრება მარადი მოსწავლია.ქრისიტანულ სკოლებს, უპირველეს ყოვლისა, სამღვდელოება უნდა მოემზადებინათ. ამავე დროს, ანტიკური ეპოქიდან მათ უნდა შეენარჩუნებინათ პრაქტიკული ცხოვრებისთვის აუცილებელი მეცნიერული ცოდნა და პედაგოგიური გამოცდილება.

No comments:

Post a Comment